Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის რადიო: ნეტანიაჰუს დაგეგმილი ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაუქმდა


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბინიამინ ნეტანიაჰუს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი, რომელიც 11 მარტისთვის იყო დაგეგმილი, გაუქმდა, - იუწყება ისრაელის საზოგადოებრივი რადიო Kan-ი და იმოწმებს ვიზიტის დაგეგმვაში მონაწილე წყაროს.

არც ისრაელს და არც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, რომ ასეთი - პირველი - ვიზიტი პრემიერ-მინისტრისა სპარსეთის ყურის სახელმწიფოში - უნდა შემდგარიყო.

11 მარტს ისრაელის მედიამ განაცხადა, რომ ვიზიტის გადადება ან გაუქმება შესაძლო იყო - სპარსეთის ყურის სახელმწიფოსკენ საჰაერო მარშრუტთან დაკავშირებული საკითხებისა და ნეტანიაჰუს მეუღლის ავადმყოფობის გამო მომხდარიყო.

ისრაელმა აშშ-ის შუამდგომლობით სექტემბერში ოფიციალური ურთიერთობები დაამყარა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ბაჰრეინთან, რის შედეგადაც ისინი გახდნენ მესამე და მეოთხე არაბული სახელმწიფო, ეგვიპტისა და იორდანის შემდეგ, რომელთაც დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს ებრაულ სახელმწიფოსთან.

მოგვიანებით ამას მოჰყვა სუდანი და მაროკო. ნეტანიაჰუმ, რომელსაც 23 მარტს ისრაელის მეოთხე არჩევნები უწევს ორი წლის განმავლობაში, კორუფციის გამო პროცესისა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ჩავარდნის ფონზე, თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ცენტრად ქვეყნის ვაქცინაციის წარმატებული პროგრამა აქცია.

მან ასევე წარმოაჩინა თავისი დიპლომატიური უნარები ისრაელის არაბ მეზობლებთან ურთიერთობების დამყარებით სპარსეთის ყურის ქვეყნების საერთო შეშფოთების ფონზე ირანის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG