Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

65 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით კაცი დააკავეს 


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამეგრელოში, აბაშის მუნიციპალიტეტში გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს 1981 წელს დაბადებული კაცი.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა 1956 წელს დაბადებულ თანასოფლელ ქალზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, სექსუალურად იძალადა. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სამართალდამცველებმა მოძალადე კაცი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანიშნულია ექსპერტიზები, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG