Accessibility links

site logo site logo

თბილისში ბესიკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს


თბილისი, ბეკისის ქუჩა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თბილისში, ბესიკის ქუჩაზე ძლიერი დაკვამლიანებისა და ღია ცეცხლის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შეტყობინების შემდეგ ადგილზე გავიდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

როგორც სამსახური აღნიშნავს, სიტუაციის შეფასების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია და დაიწყო ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები.

„მჭიდრო დასახლებიდან გამომდინარე, არსებობდა, ხანძრის გვერდით მდგარ შენობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საშიშროება აღკვეთეს და ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არ არის", - იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ადგილზე სულ მუშაობდა 15-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG