Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის სენატმა მერიკ გარლანდი აშშ-ის გენერალურ პროკურორად დაამტკიცა


მერიკ გარლანდი

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის არჩევანი იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე და ასრულდება ბაიდენის პირობა ამ უწყების დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ.

10 მარტს სენატის კენჭისყრის შედეგი იყო 70-30. 70-მა სენატორმა ხმა მისცა მერიკ გარლანდის - ფედერალური სააპელაციო სასამართლოს პატივსაცემი მოსამართლის - კანდიდატურას გამხდარიყო ის აშშ-ის უმაღლესი სამართალდამცავი ოფიციალური პირი.

68 წლის გარლანდი სათავეში ჩაუდგება დეპარტამენტს, რომელმაც მშფოთვარე პერიოდი გამოიარა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დროს, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა, რომ მთავარი პროკურორი პირადად მისი ერთგული უნდა ყოფილიყო.

გარლანდის წინაშე მდგარ უშუალო პოლიტიკურ გამოწვევებს შორის არის რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის მიზეზების გამოძიება. მან უნდა გადაწყვიტოს, როგორ უნდა გაართვას ამას თავი და რა გამოაქვეყნოს.

მისგან მოელიან ასევე, რომ ზედამხედველობას გაუწევს პრიორიტეტების გადატანას სამოქალაქო უფლებებზე, მართლმსაჯულების რეფორმებზე და პოლიციის პოლიტიკაზე საერთო-საქვეყნო პროტესტების ფონზე - სამართალდამცავთა ხელით რამდენიმე აფრო-ამერიკელის სიკვდილის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG