Accessibility links

site logo site logo

კონტრაქტორების გაყვანამ, შესაძლოა "გამანადგურებად" იმოქმედოს ავღანეთის შეიარაღებულ ძალებზე


ქაბულის აეროპორტთან უცხოელი კონტრაქტორების საცხოვრებელთან ბომბის აფეთქების შემდეგ საგუშაგოზე მდგომი ამერიკელი ჯარისკაცი, 2016 წლის იანვარი

თავდაცვითი სფეროს ათასობით ამერიკელი კონტრაქტორის გაყვანა ავღანეთიდან მომავალი თვის ბოლოს, შესაძლოა, "უფრო გამანადგურებელი" აღმოჩნდეს ავღანეთის შეიარაღებული ძალებისთვის, ვიდრე ამერიკის ჯარებისა, აცხადებს აშშ-ის მთავრობის სამთვალყურეო უწყება.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაციასა და თალიბანს შორის გასული წლის შეთანხმების თანახმად, 1 მაისი განისაზღვრა აშშ-ის ყველა სამხედროსა და არადიპლომატიური სამოქალაქო პერსონალის გამოყვანის თარიღად, თავდაცვის კონტრაქტორების ჩათვლით.

ჯონ სოპკოს, ავღანეთის აღდგენის საკითხში საგანგებო გენერალური ინსპექტორის, შეფასება გამოქვეყნდა იმ დროს, როცა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ამჟამინდელი ადმინისტრაცია ახორციელებს ზეწოლას ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანზე, რომ განიხილონ მათთვის შეთავაზებული სამშვიდობო შეთანხმება და გადახედავს 2020 წლის თებერვლის შეთანხმებას მზარდი ძალადობის ფონზე.

ოქტომბრისთვის, ავღანეთში 18000-ზე მეტი კონტრაქტორი იყო 6000 ამერიკელისა და 7000 მესამე ქვეყნის მოქალაქეების ჩათვლით, - განაცხადა სოპკომ სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიერ დაფინანსებულ ონლაინ ფორუმზე.

მათი წასვლა "დიდწილად უგულებელყოფილი იყო", რადგან ყურადღება მიპყრობილია იმისკენ, გაიყვანს თუ არა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბოლო 2500 ამერიკელ ჯარისკაცს,- განაცხადა სოპკომ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG