Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურიაში დააკავეს არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული


პოლიციამ ოზურგეთში დააკავა 1991 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედება არასრულწლოვანი გერის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის არასრულწლოვანი შვილის - 2010 წელს დაბადებული ნ.გ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ასევე დადგინდა, რომ დ.მ. აღნიშნულ ქმედებას თავისი არასრულწლოვანი გერის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა“.

სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს „წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაზე“.

მსგავსი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG