Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე თურქეთი, გმობენ თურქეთის კონსულის სომეხი მკვლელის ვადამდე განთავისუფლებას


ჰამპიგ "ჰარი" სასუნიანი, სომეხი ემიგრანტი აშშ-ში, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 1984 წელს თურქეთის გენერალური კონსულის მოკვლისთვის ლოს-ანჯელესში

კალიფორნიის საპატიმროში მყოფი ეთნიკური სომეხი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი 1982 წელს ლოს-ანჯელესში თურქეთის გენერალური კონსულის მოკვლისთვის, ვადამდე პირობით გაათავისუფლეს, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან.
პამპიგ „ჰარი“ სასუნიანს, აშშ-ში მცხოვრებ სომეხ ემიგრანტს, 1984 წელს გამოუტანეს განაჩენი, თურქეთის გენერალური კონსულის, ქემან არიქანის მოკვლისთვის, როცა ის შუქნიშანზე გაჩერდა ლოს-ანჯელესში.

სასუნიანი შედიოდა სომხურ შეიარაღებულ გაერთიანებაში, რომელიც თურქულ ინტერესებზე თავდასხმებს ახორციელებდა მთელ მსოფლიოში. მას სამუდამო პატირობა მიუსაჯეს ვადამდელი განთავისუფლების უფლების გარეშე, მაგრამ მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა.

2002 წელს პროკურატურამ მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმად, სასუნიანს, ახლა 58 წლისას, მიენიჭებოდა უფლება, ვადამდე პირობით გათავისუფლებულიყო, თუ გამოაცხადებდა, რომ უარს ამბობს ტერორიზმზე და დანაშაულს აღიარებდა. მან რამდენჯერმე შეიტანა განცხადება ვადამდელი განთავისუფლების თხოვნით, მაგრამ აქამდე წარმატებას ვერ მიაღწია.

გადაწყვეტილებას მძაფრი რეაქცია მოჰყვა თურქეთიდან, რომლის არაერთი დიპლომატი იქნა მოკლული 1970-1980-იან წლებში სომეხი შეიარაღებული პირების მიერ, რომლებიც შურს იძიებდნენ სომეხთა ხოცვა-ჟლეტისთვის ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ „ღრმა იმედგაცრუებას“ გამოხატავს სასუნიანის ვადამდე პირობით განთავისუფლების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG