Accessibility links

site logo site logo

„ვედომოსტის“ თანახმად, ნავალნი პოკროვშია, ნომერ მეორე კოლონიაში


პოკროვის შრომა-გასწორების ნომერი მეორე კოლონია, სადაც, სავარაუდოდ, იმყოფება ალექსეი ნავალნი

პოლიტიკოსი და ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელსაც სასამართლომ „ივ როშეს“ საქმეში პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა, სასჯელს მოიხდის ვლადიმირის ოლქის პოკროვის შრომა-გასწორების ნომერ მეორე კოლონიაში

ამის თაობაზე წერს „ვედომოსტი“, რომელიც ეყრდნობა სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურსა და ქალაქის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროებს.

სასჯელაღსრულების სამსახურის წყარო ამბობს, რომ ეს კოლონია ნავალნის პირად საქმეში მითითებულია, როგორც საბოლოო პუნქტი, მაგრამ ეს გაადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს.

რადგან ნავალნის სიტუაცია არაა მარტივი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, განუმარტა გამოცემას ადვოკატმა, ევგენი სმირნოვმა. „ვედომოსტის“ მეორე თანამოსაუბრის თქმით, პოკროვის მეორე კოლონიაში ყველაფერი იქითაა მიმართული, რომ „დაემორჩილო სისტემას და ჩამოგაშორონ სოციუმს“, თუმცა ახალი უფროსის მოსვლის შემდეგ „ნაკლებად სცემენ“.

თებერვლის ბოლოს გავრცელდა ცნობა, რომ ნავალნი ჩაიყვანეს პოკროვის მეორე კოლონიაში, თუმცა ამის ოფიციალური დასტური არ ყოფილა. 3 მარტს ადვოკატებმა ის ვლადიმირის ოლქის კოლჩუგინის საგამოძიებო იზოლატორის საკარანტინო საკანში აღმოაჩინეს. ეს იზოლატორი დროებითი საპატიმროა, საიდანაც ნავალნის გადაყვანა შეუძლიათ ყველგან, შესაბამისი რეჟიმის ნებისმიერ კოლონიაში, აცხადებენ ექსპერტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG