Accessibility links

site logo site logo

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი „სამუშაო რეჟიმს“ დაუბრუნდა


სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი „სამუშაო რეჟიმს“ დაუბრუნდა სამედიცინო ცენტრში შემოწმების შემდეგ.

მანამდე საპრეზიდენტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა რადიო თავისუფლებას 12 მარტს შეატყობინეს, რომ სარქისიანს ერევნის „ასტხიკის“ სამედიცინო ცენტრში უტარებენ გამოკვლევას COVID-19-ის გამოწვეული გართულებების გამო.

იანვარში, როცა სარქისიანმა ოპერაცია გაიკეთა ლონდონში, მას კორონავირუსი დაუდგინდა და ადგილზე უმკურნალეს, სანამ პრეზიდენტი სომხეთში დაბრუნდებოდა თებერვალში.

მიმდინარე კვირის ბოლოს სარქისიანს უნდა ემასპინძლა მოლაპარაკებებისთვის ქვეყნის ოპოზიციასა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის. მოლაპარაკებების მიზანია ქვეყნის გამოყვანა პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც აღმოჩნდა სომხეთი გასულ წელს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანთან ექვსკვირიანი სამხედრო კონფლიქტის შემდეგ. ამ კონფლიქტში სომხეთის ძალებმა კონტროლი დაკარგეს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილსა და ავტონომიური რესპუბლიკის გარშემო რაიონებზე. აზერბაიჯანის კუთვნილ ამ ტერიტორიებს სომხეთის ძალები 1990-იანი წლების დამდეგიდან აკონტროლებდნენ.

ფაშინიანს ჯერ არ განუცხადებია, მზადაა თუ არა, მონაწილეობა მიიღოს ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში სარქისიანის შუამავლობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG