Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა უიღურებისადმი პეკინის მოპყრობას კაცობრიობის წინაშე დანაშაული და გენოციდი უწოდა


აშშ-მა დაგმო ჩინეთის ხელისუფლების სასტიკი მოპყრობა უიღურების წარმომადგენელთა მიმართ და ამას კაცობრიობის წინაშე დანაშაული და გენოციდი უწოდა. როგორც Reuters-ი იტყობინება, შესაბამისი განცხადება გაეროში აშშ-ის საქმეთა რწმუნებულმა მარკ კასაირმა გააკეთა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წინაშე გამოსვლისას.

ბრალდებებს შეუერთდა გაეროში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯულიან ბრეიტუეი. მან ახსენა ჩინეთის ხელისუფლების მიერ ძალდატანებითი შრომისა და შობადობის კონტროლის გამოყენება.

აშშ-ისა და ბრიტანეთის დიპლომატები ასევე გამოვიდნენ მოწოდებით, გაათავისუფლონ ჰონ-კონგელი აქტივისტები, რომლებიც დაპატიმრებული არიან „ძირგამომთხრელი საქმიანობის, ტერორიზმისა და უცხო ძალებთან გარიგების“ ბრალდებით.

გაეროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჩენ სუიმ არ ისურვა პრეტენზიებზე პირდაპირი რეაგირება და თქვა, რომ პეკინი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების თემის პოლიტიზებას.

Reuters-ის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რეპრესიების საკითხის წამოჭრას აპირებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან დაგეგმილ შეხვედრაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG