Accessibility links

site logo site logo

გიგა ბოკერია ამბობს, როდის და რა შემთხვევაში შევა მისი პარტია "გარდამავალ პარლამენტში"


"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ მისი პარტია მზად არის შევიდეს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. ბოკერიამ რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ეს საკითხი განმარტა.

"როცა დაინიშნება ვადამდელი არჩევნები ან მკაფიო გზა ვადამდელი არჩევნებისთვის, როცა თავისუფლები იქნებიან მელია და რურუა, როცა პოლიტიკური შეთანხმება გაფორმდება ყველა იმ საკითხზე, რაც სჭირდება ქვეყანას კრიზისიდან გამოსასვლელად, ამ მიმდევრობით, რაც ჩამოვთვალე - მერე ჩვენი პარტია, ისევე, როგორც ყველა პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციური ჯგუფი, ამ გარდამავალ პარლამენტში იმ ნაბიჯებს გადადგამს, რაც სჭირდება იმას, რომ იყოს ვადამდელი, ცივილიზებული არჩევნები", - თქვა მან.

ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ დრომდე გაყალბებულს უწოდებს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს და ამ მოტივით უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში. ბოიკოტს გამოეთიშა "მოქალაქეები" (2 მანდატი) და პარლამენტში საარჩევნო საკითხებზე ცვლილებების გატარების დაპირების შემდეგ შევიდა. პარლამენტში არ შესულან "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები, თუმცა მათი სახელით დეპუტატობაზე უარი არ თქვეს ბიზნესმენებმა (4 მანდატი). სხვა პარტიები: "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ლეიბორისტული პარტია" და "გირჩი" (მათ შორის ახლად დაფუძნებული პარტია - "გირჩი - მეტი თავისუფლება") ისევ ბოიკოტის რეჟიმში არიან. მათი მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სასამართლო რეფორმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG