Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში პოლიციამ დააკავა მუნიციპალური დეპუტატების ფორუმის მონაწილეები


მიხაილ ტიმონოვის დაკავება
მიხაილ ტიმონოვის დაკავება

მოსკოვში პოლიციამ რეიდი მოაწყო და დააკავა მუნიციპალური დეპუტატების ფორუმის რამდენიმე მონაწილე: მოსკოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, მიხაილ ტიმონოვი, ილია იაშინი, ევგენი როიზმანი, იულია გალიამინა, ვლადიმირ ყარა-მურზა, ანდრეი პივოვაროვი და სხვები.

ილია იაშინმა დაკავებამდე ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ პოლიციამ მთლიანობაში დააკავა 150 კაცი.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ ფორუმზე, რომელიც სასტუმრო „იზმაილოვოში“ იმართებოდა. პოლიციის რეიდი განხორციელდა 40 წუთში ფორუმის დაწყებიდან. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ფორუმის ყველა მონაწილე, რეგიონების წარმომადგენელი სულ მცირე 150 კაცი უნდა დააკავონ, როგორც ეჭვმიტანილები იმ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, რომელსაც არასასურველი ორგანიზაცია მართავდა.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულისათვის გაფორმებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმშია მითითებული, ფორუმის მონაწილეებს ადანაშაულებენ რუსეთის ხელისუფლების მიერ არასასურველ ორგანიზაციათა სიაში შეტანილი „ღია რუსეთი - სამოქალაქო მოძრაობის“ მიერ მოწყობილ ღონისძიებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG