Accessibility links

site logo site logo

სომხეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა იმსჯელეს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე


13 მარტს ერევანში გაიმართა სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში შექმნილი მწვავე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისაკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, სხვადასხვა საკითხის გარდა, ორმა ლიდერმა ისაუბრა ასევე „ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, როგორც კრიზისიდან გამოსავალზე“.

სომხეთის პრეზიდენტმა 10 მარტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციის ლიდერებს თავის ოფისში 13 მარტს ერთობლივი შეხვედრისაკენ მოუწოდა.

შეხვედრაზე თანხმობა განაცხადა ქვეყნის მმართველმა პარტია „ჩემმა ნაბიჯმა“ და ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქცია „გაბრწყინებულმა სომხეთმა“. მაგრამ კიდევ ერთმა ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქციამ „აყვავებულმა სომხეთმა“ და ოპოზიციური გაერთიანება „მამულის გადარჩენის მოძრაობის“ წარმომადგენლებმა შეხვედრის გასამართად წამოაყენეს წინაპირობა, რომ დღის წესრიგში შეეტანათ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის საკითხი.

სომხეთის ოპოზიცია და კრიტიკოსები ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ მას შემდეგ, რაც მან აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG