Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე სამადაშვილი: "საჭიროა ვადამდელი არჩევნები კრიზისიდან გამოსასვლელად"


„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, ერთადერთი შეთანხმების საგანი, რომელზეც შესაძლებელია საუბარი, „ეს არის გზა, თუ როგორ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე და პოლიტპატიმრების, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება“.

ეს განცხადება სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის წინ გააკეთა.

„შედეგის მიღწევა აუცილებელია ჩვენი ქვეყნის მშვიდი განვითარებისთვის და წინსვლისთვის, ამიტომ, ჩვენ ჩვენი მხრიდან, ოპოზიციამ არაერთხელ დავაფიქსირეთ მზადყოფნა, რომ წავიდეთ მოლაპარაკებებზე იმ განწყობით, რომ დაიდოს კონკრეტული შედეგი, მაგრამ მოლაპარაკებებს ჰყავს ორი მხარე, ამიტომ შეთანხმების მთავარი გასაღები, ცხადია, არის ხელისუფლების განკარგულებაში. ჩვენ დღეს ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, ვნახავთ, რა წინადადებებით მოვიდა მმართველი გუნდი და, შესაბამისად, განისაზღვრება ჩვენი პასუხიც. საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ უკვე წავედით გარკვეულ კომპრომისებზე ამ პროცესში, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როდესაც განვაცხადეთ, რომ დაე, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, პლებისციტის გზით, ჩატარდეს თუ არა ვადამდელი არჩევნები“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG