Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაგმო რუსეთში მუნიციპალიტეტების 200-მდე დეპუტატის დაკავება


ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, დაგმო 13 მარტს პოლიციის მიერ რუსეთის მუნიციპალიტეტების 200-მდე დეპუტატის დაკავება და მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, „შეწყვიტოს დამოუკიდებელი ხმების დევნა“.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფი მდივანმა საკუთარი მიმართვა გაავრცელა ტვიტერში მას შემდეგ, რაც შაბათს მოსკოვში პოლიციამ რეიდი მოაწყო და დააკავა მუნიციპალური დეპუტატების ფორუმის რამდენიმე მონაწილე: მათ შორის, მოსკოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, მიხაილ ტიმონოვი, ილია იაშინი, ევგენი როიზმანი, იულია გალიამინა, ვლადიმირ ყარა-მურზა, ანდრეი პივოვაროვი და სხვები.


თავდაპირველად პოლიციამ ფორუმის მონაწილეები დაადანაშაულა რუსეთის ხელისუფლების მიერ არასასურველ ორგანიზაციათა სიაში შეტანილი „ღია რუსეთი - სამოქალაქო მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.

მაგრამ მოგვიანებით მოსკოვის პოლიციის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ ფორუმი ტარდებოდა „დადგენილი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მოთხოვნების დარღვევით“, ხოლო მონაწილეთა დიდ ნაწილს „არ ჰქონდა ინდივიდუალური დაცვის საშუალება“.

მაგრამ დაკავების დროს ყველა პირს გაუფორმეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი სწორედ არასასურველი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.

რუსეთის ხელისუფლებას შაბათს მუნიციპალიტეტების დეპუტატების შეხვედრის ადგილზე, სასტუმრო „იზმაილოვოში“, მოწყობილ პოლიციის რეიდზე კომენტარი არ გაუკეთებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG