Accessibility links

site logo site logo

კორონავირუსის მესამე ტალღის მოლოდინში ევროპაში მატულობს ვაქცინასთან დაკავშირებული უკმაყოფილება


კომპანია AstraZeneca ძალისხმევას არ იშურებს, რათა გადალახოს ექსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვები და აღმოფხვრას ვაქცინით მომარაგების მხრივ წარმოქმნილი დეფიციტი, რის გამოც ევროპის ქვეყნებში სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება.

ამას გარდა, ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქვეყანამ შეაჩერა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება. ამის მიზეზი გახდა აცრის შემდეგ ნაჩხვლეტის გარშემო კანზე გაჩენილი სისხლჩაქცევა. მაგრამ არსებობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისაა და ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოს დასკვნები, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა.

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებისათვის ვაქცინის მიწოდების მხრივ წარმოქმნილ შეფერხებას, მთლიანობაში ფარმაცევტული კომპანია მიზნად ისახავს ივნისის ბოლოსთვის 100 მილიონი ვაქცინის მიწოდებას ევროკავშირისათვის, ნაცვლად კონტრაქტით გათვალისწინებული 300 მილიონისა.

ჩეხეთი, ავსტრია, სლოვენია, ბულგარეთი, ხორვატია და ლატვია მოუწოდებენ ევროკავშირს, რომ დაიწყოს დისკუსია ვაქცინის „არათანაბარი“ მიწოდების გამო. ამ კრიტიკის პასუხად ევროკომისიამ განაცხადა, რომ მისი პოლიტიკა ეფუძნება ბლოკის წევრ ქვეყნებს შორის ვაქცინის თანაბარ განაწილებას.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბრიუსელს საყვედურობენ ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ნელი ტემპით მიწოდებას, განსხვავებით აშშ-ისა და ბრიტანეთისგან, რომლებმაც ამ მხრივ სერიოზულ პროგრესს მიაღწიეს. უკმაყოფილებას ისიც აძლიერებს, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მძვინვარებს კორონავირუსის ეპიდემიის მესამე ტალღა და, ასევე, გამოითქმება შეშფოთება ვირუსის უფრო ვირულენტური ვარიანტის გავრცელებასთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG