Accessibility links

site logo site logo

რუსი მედესანტეები ბელარუსში ჩავიდნენ სამხედრო მანევრებში მონაწილეობის მისაღებად


ბელარუსში 14 მარტს, ოსიპოვიჩის სამხედრო პოლიგონზე დაიწყო ორკვირიანი ტაქტიკური წვრთნა, რომელშიც მასპინძელი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფების გარდა მონაწილეობას მიიღებენ ასევე რუსი სამხედროები.
რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ერთობლივ მანევრებში რუსეთს წარმოადგენს 76-ე გვარდიული სადესანტო-საჰაერო დივიზიის ასეული.

წვრთნის სცენარით გათვალისწინებულია პრაქტიკული ვარჯიში სპეციალური ოპერაციების მოსაწყობად.

2020 წელს, ბელარუსში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რამდენიმე მასშტაბური სამხედრო წვრთნა გაიმართა რუსეთის შეიარაღებული ძალების მონაწილეობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG