Accessibility links

site logo site logo

ბრიტანეთში შესაძლოა საქმე აღძრან ბაშარ ალ-ასადის ცოლის წინააღმდეგ


ბაშარ ალ-ასადი და მისი ცოლი ასმა

ბრიტანეთის პოლიციამ დაიწყო წინასწარი გამოძიება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ცოლის, ასმა ალ-ასადის წინააღმდეგ. ბრიტანული მედიის თანახმად, სირიელი დიქტატორის ცოლი ეჭვმიტანილია ტერორიზმში.

ასმა ასადი დაიბადა და სწავლობდა დიდ ბრიტანეთში, სადაც დღემდე ცხოვრობენ მისი სირიელი მშობლები. ასმა ასადი, ბრიტანეთის მოქალაქე, სირიაში გადავიდა 2000 წელს, სადაც ცოლად გაჰყვა ბაშარ ასადს, პრეზიდენტ ხაფეზ ასადის შვილს, რომელიც შემდეგ თავად გახდა ქვეყნის პრეზიდენტი.

2011 წელს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სირიაში მასობრივი გამოსვლები დაიწყო, რომელიც ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო.

მღელვარება გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში. სამოქალაქო ომი, რომელშიც გარე ძალებიც ჩაერივნენ, მათ შორის, რუსეთი და თურქეთი, 10 წელიწადია გრძელდება. სირიის სამოქალაქო ომში 400 ათასი კაცი დაიღუპა, მილიონზე მეტი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG