Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 18 კაცი დაიღუპა ბირმაში მორიგი ძალადობის დროს


ბირმაში (მიანმარში) სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციებისა და უსაფრთხოების ძალების მიერ დემონსტრაციების სასტიკი ძალით ჩახშობის შედეგად, 14 მარტს, კიდევ 18 ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ცნობებით, 14 ადამიანი იანგონის ღარიბულ უბნაში დაიღუპა, კიდევ სამი - ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში.


სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკების დროს დაიღუპა ასევე ერთი პოლიციელი.

1 თებერვლის სახელმწიფო გადატრიალების ქვეყანაში არ წყდება საპროტესტო გამოსვლები, რომლის მონაწილეები ილაშქრებენ სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ და მთავრობის დაპატიმრებულ მოხელეთა განთავისუფლებას მოითხოვენ. დაკავებულთა შორის არის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „დემოკრატიის ეროვნული ლიგის“ ლიდერი აუნ სან სუ ჩი. სამხედროები მის პარტიას არჩევნების გაყალბებაში სდებენ ბრალს. მათ დაითხოვეს საარჩევნო კომისიის წევრები და ერთი წლის შემდეგ ახალი არჩევნების ჩატარებას აპირებენ.


გაეროს ადამიანის უფლებათა ექპერტების ანგარიშით 1 თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ უსაფრთხოების ძალების რეპრესიების შედეგად ქვეყანაში დაიღუპა სულ მცირე 70 ადამიანი, ხოლო 1700-ი დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG