Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელის პარტიამ არჩევნები წააგო გერმანიის ორ რეგიონში


გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პარტიამ, ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა, წააგო ადგილობრივი არჩევნები ორ ფედერალურ მიწაზე (ლანდტაგი) - ბადენ-ვიუტემბერგსა და რეინლანდ-პფალცში.

ტელეკომპანია ARD-სა და ZDF-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, ბადენ-ვიუტემბერგში იმარჯვებს მწვანეთა პარტია, რომელსაც მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა დაახლოებით 31,5%-მა, რაც წარმოადგენს ამ პარტიის მიერ ლანდტაგის არჩევნების ისტორიაში ნაჩვენებ საუკეთესო შედეგს. 23 %-ით მეორე ადგილს იკავებს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი, მწვანეებთან ერთად სამთავრობო კოალიციაში შემავალი ძალა, რომლისთვის ეს შედეგი, პირიქით, უარესი აღმოჩნდა ამ ფედერალურ მიწაზე.

რეინლად-პფალცში იმარჯვებს გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც სათავეშის უდგას ამ ფედერალური სუბიექტის პრემიერ-მინისტრი, მალუ დრაიერი. პარტია, რომელიც რეინლად-პფალცს 30 წლის განმავლობაში მართავს, ეგზიტპოლების თანახმად ამომრჩეველთა ხმების 34,5%-ი ერგო. ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირს - 26%-ი, რაც ამ მიწაზე კონსერვატორების მიერ ნაჩვენებ ყველაზე უარეს შედეგს წარმოადგენს.

ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი რეგიონულ არჩევნებში კარგავს 4-6%ს, რაც კანლცერ ანგელა მერკელის პარტიისათვის წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნების წინ, რომელიც სექტემბერში გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG