Accessibility links

site logo site logo

კორონავირუსის პანდემია გერმანიის ეკონომიკას 250 მილიარდი ევრო დაუჯდა


გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტის (IW) თანახმად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებამ კორონავირუსის ეპიდემიის განმავლობაში შეადგინა 250 მილირდი ევრო.
ამის შესახებ ინსტიტუტის დირექტორმა, მიხაელ გიუტერმა რადიო „დოიჩე ველეს“ განუცხადა. 2021 წლის პირველ კვარტალში ლოკდაუნის გერმანიის ეკონომიკას, ექსპერტების გამოთვლით, 50 მილიარდი ევრო დაუჯდება.

გიუტერის თქმით, კორონავირუსის შედეგად შექმნილი კრიზისი უპრეცედენტო შოკი აღმოჩნდა გერმანიის ეკონომიკისთვის. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარების პროგრამის მიუხედავად, 2020 წელს გერმანიის 16300-მა საწარმომ გამოაცხადა გაკოტრების შესახებ.

ანალიტიკოსების თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გამო შემოღებული მკაცრი კარანტინის გამო გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს შემცირდა 5,1 %-ით, მაშინ როცა 2019 წელს ზრდამ შეადგინა 0,9%-ი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG