Accessibility links

site logo site logo

ნინო ლომჯარია ხელისუფლებას და ოპოზიციას შეთანხმებისკენ მოუწოდებს


ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდებს შეთანხმებისკენ და აფრთხილებს, რომ „სტაგნაციას და პოლარიზაციას“ ქვეყენა ვეღარ გაუძლებს.

ამის შესახებ ლომჯარიამ მიმართვა ფეისბუკში გამოაქვეყნა.

„ხალხი გიყურებთ და გელოდებათ! ხალხი, რომელსაც უნდა განვითარება, რეფორმები, სტაბილურობა, მომავლის რწმენის დაბრუნება! ისაუბრეთ და შეთანხმდით! ამდენ ჯანჯღარს, სტაგნაციას და პოლარიზაციას ეს ქვეყანა ვეღარ უძლებს!“, - წერს ლომჯარია.

ამ განცხადების ფონია ვროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შეხვედრები საქართველოს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის იმ ექვსპუნქტიანი შეთანხმების გარშემო, რომელმაც გზა უნდა გაუხსნას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრას საქართველოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG