Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძე განმარტავს, რატომ მოხვდა მის კვლევაში გიორგი გახარია


"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისი პარტია ამ ეტაპზე არ ემზადება არჩევნებისთვის, თუმცა აღნიშნავს, რომ განწყობების გასარკვევად კვლევებს ატარებს. სწორედ ასე ახსნა ვაშაძემ მისი პარტიის მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივ გამოკითხვაში საქართველოს ექსპრემიერზე, გიორგი გახარიაზე კითხვის დასმა.

"ჩემი ამომრჩევლის დამოკიდებულებას ვიკვლევ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკოსთან მიმართებაში... გახარიას საკითხს რაც შეეხება, ჩვეულებრივი თემა არის. გახარიას კი არა, თვითონაც თქვეს, ყველასთან მიმართებაში ვიკვლევ ჩემი ამომრჩევლის დამოკიდებულებას - ეს არის და ეს... ჩვენი მიზანია, რაღაც ტურბულენტობა თუ მოხდა პოლიტიკაში... გვარამიას ვერ ექნება ცენზურის უფლება ჩემს კვლევებზე, თუ ეგონა, რომ უნდა შემეთანხმებინა, ძალიან ცდება", - თქვა ვაშაძემ.

გუშინ "მთავარი არხის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმში" გავიდა რეპორტაჟი, რომელიც შეეხებოდა "სტრატეგია აღმაშენებლის" კვლევებს, რომელიც, "მთავარის" შეფასებით, პოლიტიკურ სივრცეში ახალი რეალობის გამოკვეთას მიანიშნებდა.

"მოქალაქეებს ეკითხებიან, რა აზრის იქნებიან ისინი, თუ გიორგი ვაშაძის "სტრატეგია აღმაშენებელი" თავის საქმიანობას ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას დაუკავშირებს?.. ეს, ლოგიკურად, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ, შესაძლოა, ეს საკითხი უკვე განიხილება გახარიასა და ვაშაძეს შორის და ის შეიძლება რეალობად იქცეს, თუ საზოგადოების აზრი ამასთან დაკავშირებით დადებითი იქნება", - თქვა გადაცემის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ.

"მთავარში" განაცხადეს, რომ ინფორმაცია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც შემთხვევითი შერჩევის შედეგად კვლევის რესპონდენტებს შორის ტელეკომპანიის დამფუძნებელი და წამყვანი, ნიკა გვარამია მოყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG