Accessibility links

site logo site logo

კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს ხვდება


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. ამის შესახებ დანიელსონმა ვიზიტის დაწყებამდე განაცხადა.

"ჩვენ გვქონდა კარგი შეხვედრა დღეს ოპოზიციასთან, ვაპირებთ ამ შეხვედრების გაგრძელებას. მექნება შეხვედრა პრეზიდენტთან. მაქვს კონკრეტული ამოცანა პრეზიდენტ მიშელისგან დაკისრებული, რომ დავეხმარო მხარეებს მედიაციის პროცესში. დღეს დილით უკვე ვთქვი, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო უკვე ჩატარდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არის სერიოზული საკითხები, რომელიც რჩება გადასაწყვეტი და მნიშვნელოვანია, რომ ახლა მხარეებმა, რომლებიც იყვნენ კონსტრუქციულები, გააგრძელონ კომპრომისის გზით სვლა", - განაცხადა დანიელსონმა.

კონკრეტულად რა საკითხებზე ისაუბრებენ დანიელსონი და ზურაბიშვილი, უცნობია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას თავად გაავრცელებენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი კიდევ დარჩება თბილისში, რათა, მისი თქმით, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას დაეხმაროს პოზიციების დაახლოებაში და შესაძლებელი გახდეს შეთანხმების მიღწევა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG