Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძის თქმით, საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია მაისიდან შეიძლება დაიწყოს


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ვარაუდობს, რომ მაისიდან შესაძლებელი იქნება კორონავირუსის მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. მან "რუსთავი 2"-ის ეთერში თქვა, რომ აპრილი და მაისი ვაქცინების მიღების კუთხით საქართველოსთვის წარმატებული იქნება.

"მეორე და მესამე კვარტალი ეს იქნება ის პერიოდი, როდესაც მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში შესაძლებელი იქნება მასობრივი ვაქცინაციის მეტად უფრო ეფექტურად წარმართვა და სწორედ მაისის თვიდან ველოდებით, რომ საქართველოში იქნება უფრო ფართოდ გაშლილი ქსელი, სადაც ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაიტარონ ვაქცინაცია", - თქვა მინისტრმა.

საქართველოში დღეს დაიწყო კორონავირუსზე ვაქცინაცია. ვაქცინის პირველი დოზები საჯაროდ, პირდაპირ ეთერში უკვე გაიკეთეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებმა, წამყვანი კლინიკების ექიმებმა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა. ჯერ უცნობია კონკრეტული თარიღი, როდის დაიწყება საყოველთაო ვაქცინაცია. ეს იმაზეა დამოკიდებული, როდის იქნება შესაძლებელი ქვეყანაში საჭირო დოზების შემოტანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG