Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქომ გამოაცხადა, რომ სომხეთს ყველა სამხედრო ტყვე გადასცა


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი

ბაქომ ერევანს გადასცა ყველს სამხედრო, რომლებიც ტყვედ ჩაიგდო აზერბაიჯანმა სეპარატისტული მთიანი ყარაბაღისთვის ომის დროს.

ამის თაობაზე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა, განაცხადა ბრიფინგზე, რომლიც გაიმართა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთოს მორიგე თავმჯდომარესთან, ან ლინდესთან შეხვედრის შემდეგ.

ბაირამოვმა დააზუსტა, რომ ტყვეების გადაცემა აზერბაიჯანმა დაიწყო ჯერ კიდევ საომარი მოქმედების დროს, მანამ, სანამ ამას სომხეთი გააკეთებდა.

სომეხი სამხედროები, რომლებიც დააკავეს ნოემბრის შემდეგ, სამხედრო ტყვეებად არ ითვლებიან, თქვა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ბაირამოვმა ასევე აღნიშნა, რომ ბაქოს არ მიუღია სომხური მხარისგან მთიან ყარაბაღაში ნაღმების ადგილმდებარეობის რუკა.

სომხეთს აზერბაიჯანის მინისტრის ცნობებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

აზერბაიჯანის კუთვნილი ტერიტორიის, მთიანი ყარაბაღის გარშემო კონფლიქტი შარშან სექტემბერში გამწვავდა. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ ვითარების ესკალაციაში.

მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 9 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით შეთანხმება შედგა და საბრძოლო მოქმედები დასრულდა.

ზავის პირობების შესრულებას რუსეთის სამშვიდობო ჯარი აკონტროლებს. სომხეთის მთავრობის ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს, რადგან აზერბაიჯანთან მის მიერ ხელმოწერილ პირობებს სომხეთისთვის წაგებიანად მიიჩნევს. ბაქოსა და ერევანს შორს შეთანხმებით, აზერბაიჯანმა აღადგინა კონტროლი ტერიტორიების ნაწილზე, რომლებიც 1990-იანი წლების ომის დროს დაკარგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG