Accessibility links

site logo site logo

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "ტასის", ასევე ადვოკატის თანახმად, ნავალნი ვლადიმირის ოლქში, მეორე კოლონიაში იმყოფება


ალექსეი ნავალნი სასამართლოზე მოსკოვში, 20 თებერვალი, 2021 წელი

რუსეთის სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო იტყობინება, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი ქალაქ პოკროვის შრომა-გასწორების კოლონიაში იმყოფება. ნავალნის თანაგუნდელები ამავე დროს აცხადებენ, რომ მათ ოფიციალური ცნობა პოლიტიკოსის ადგილსამყოფლის თაობაზე არ მიუღიათ.

"ტასმა" გამოაცხადა 15 მარტს, რომ წერილიდან, რომელიც კოლონიაში გაიგზავნა 235-ე საგარნიზონო სასამართლოდან და რომელიც მან მოიპოვა, ჩანს, რომ ნავალნი ვლადიმირის ოლქის პოკროვის მეორე კოლონიაშია, სადაც, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.

ადვოკატმა, ვადიმ კობზევმა mbk-news-ს ამცნო, რომ ნავალნი პოკროვის კოლონიაშია.

იანვარში ბერლინიდან დაბრუნებული ნავალნი მოსკოვის აეროპორტშივე დააკავეს, რის შემდეგაც იგი იმყოფებოდა მოსკოვის იზოლატორში. 25 თებერვალს, ქალაქ კოლჩუგინოს საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს. 12 მარტს გახდა ცნობილი, რომ ნავალნი იქიდან წაიყვანეს, მაგრამ სად, არ იყო გარკვეული.

წერილში სასამართლო სთხოვს პოკროვის კოლონიის ადმინისტრაციას, უზრუნველყონ ნავალნის დასწრება სასამართლოზე ვიდეოკავშირის გზით. 16 მარტს დანიშნულია პროცესი, რომელზეც განიხილავენ პოლიტიკოსის წარმომადგენლის საჩივარს ნავალნიზე თავდასხმის გარშემო გამოძიების უმოქმედობის შესახებ. წერილი გაგზავნილია კოლონიაში, ნავალნის ჩაყვანამდე, როცა ის ჯერ კიდევ კოლჩუგინოში იყო.

პოკროვის მეორე კოლონია რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კოლონიაა, სადაც პატიმრებისგან წესების მკაცრად დაცვას ითხოვენ, რაც ძალიან ძნელია ამ ნორმების კანონიერების მიუხედავად.

კოლონიაში ყოფნა ნავალნის მოუწევს მინიმუმ 2023 წლამდე.

დილით კოლონიაში ჩავიდნენ ნავალნის ადვოკატები, აცნობა კობზევმა mbk-news-ს, მაგრამ ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში შიგნით არ შეუშვეს, თუმცა მიღებაზე ჩაწერილები იყვნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG