Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნოვაია გაზეტა“: რედაქციის შესასვლელში „ქიმიური თავდასხმა“ მოხდა


"ნოვაია გაზეტას" შენობის შესასვლელი მოსკოვში. 2021 წლის 15 მარტი
"ნოვაია გაზეტას" შენობის შესასვლელი მოსკოვში. 2021 წლის 15 მარტი

რუსეთის დამოუკიდებელი გაზეთი, "ნოვაია გაზეტა“ აცხადებს, რომ მოსკოვში, შენობის შესასვლელში, სადაც მისი რედაქციაა განთავსებული, მოხდა „ქიმიური თავდასხმა“.

გაზეთი, რომელიც შენობას სხვა ფირმებსა და ორგანიზაციებთან იყოფს, 15 მარტს იტყობინებოდა, რომ შენობაში იყო ქიმიური ნივთიერების ძლიერი სუნი, რომელიც კარგად იგრძნეს რედაქციის თანამშრომლებმა და სტუმრებმა.

საგანგებო ვითარებათა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე უშიშროების სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე არიან და არკვევენ სუნის წყაროს. ოფიციალური ცნობა შენობაში მიკვლეული ქიმიური ნივთიერების შესახებ არ გავრცელებულა.

გაზეთის თანამშრომლების თანახმად, სუნი ძალიან ჰგავს ჟურნალისტ იულია ლატინინას მანქანას და ბინაში 2017 წელს მისხურებული სითხის სუნს.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანახმად, დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ მაშინ დაადგინა, რომ ნივთიერება ძალიან მომწამვლელი იყო და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო.

იმავე წელს გაზეთმა ფოსტით მიიღო გზავნილი თეთრი ფხვნილით, რომელიც უვნებელი გამოდგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG