Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი უარს ამბობს შეუერთდეს სხვა დემოკრატების მოწოდებას ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის გადადგომის თაობაზე


ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო
ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, 14 მარტს, თავი აარიდა შეკითხვას, უნდა გადადგეს თუ არა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო სექსუალური ხასიათის არასათანადო საქციელში ბრალდებების გამო.

გამოძიება მიმდინარეობს და "უნდა ვნახოთ, რას მოგვიტანს", განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში დაბრუნებისას, დელავერში, თავის სახლში, გატარებული შაბათ-კვირის შემდეგ.

ბაიდენს ადრე საჯაროდ არ უსაუბრია კუომოს წინააღმდეგ არსებული ბრალდებების შესახებ. კუომო მისი კოლეგა დემოკრატია და ნიუ-იორკის გუბერნატორი ბოლო ათი წლის მანძილზე.

სხვა დემოკრატებმა, ნიუ-ორკის ორი ამერიკელი სენატორის - უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის და სენატორ კირსტენ გილიბრანდის ჩათვლით, გუბერნატორს მოუწოდეს, გადამდგარიყო.

63 წლის კუომომ არაერთხელ უარყო, რომ მისი საქციელი "არასათანადოდ" შეიძლებოდა ჩათვლილიყო და უარი თქვა გადადგომაზე. გასული თვის შემდეგ, რვა ქალმა განაცხადა კუომოს მხრიდან მათი მისამართით არასათანადო სიტყვებისა და ჟესტების გამოყენების შესახებ.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ (დემოკრატი - კალიფორნია) 14 მარტს მოუწოდა კუომოს, გადამდგარიყო. ბრალდებები "დამაჯერებელი და სერიოზულია", თქვა მან ტელეარხ ABC-ის ეთერში, მაგრამ ეს ქალებიც და კუომოც იმსახურებენ, რომ მოისმინონ გამოძიების შედეგები. კუომომ თავის გულში უნდა ჩაიხედოს იმისთვის, რომ "დაინახოს, შეუძლია თუ არა მას ეფექტიანად მმართველობა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG