Accessibility links

site logo site logo

ნიუ-იორკში პატივის მიაგეს კოვიდ-19-ით დაღუპული ნიუ-იორკელების ხსოვნას


ბრუკლინის ხიდზე პროეცირებული იყო კოვიდ-19-ით გარდაცვლილი ნიუ-იორკელების სურათები. 2021 წლის 14 მარტი

აშშ-ში, ნიუ-იორკში, ამ ქალაქის 30 ათასი იმ მკვიდრის ხსოვნას მიაგეს პატივი, რომლებიც კოვიდ-19-ით დაიღუპნენ.

ბრუკლინის ხიდზე გამართული ცერემონიაზე ანთებული სანთლების ფონზე ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრმა მცირე კონცერტი გამართა.

შეხვედრა გაიმართა 14 მარტს, კორონავურუსის პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე.

მასზე სიტყვით გამოვიდა ქალაქის მერი, ბილ დე ბლასიო, რომელმაც განაცხადა, რომ კოვიდ-19-მა მეტი ნიუ-იორკელი იმსხვერპლა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომმა, ვიეტნამის ომმა, გრიგალმა სენდიმ და 11 სექტემბრის ტერაქტებმა ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG