Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის სამეთვალყურეო უწყება აცხადებს, რომ ავღანეთისთვის დახმარების შემცირება ქაოსს გამოიწვევს


ომის გამო ყანდაარის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირები დახმარებას მოელიან, 2021 წლის 15 მარტი

საერთაშორისო დახმარების შემდგომი შეკვეცა გამოიწვევს ავღანეთის მთავრობის დაშლას და ეს ქვეყანა კვლავ 1990-იანი წლების მსგავს ქაოსში შეიძლება ჩაიძიროს, აცხადებს აშშ-ის მთავრობის სამეთვალყურეო ორგანო. ავღანეთის აღდგენის საკითხებში საგანგებო გენერალური ინსპექტორის, ჯონ სოპკოს მიერ 16 მარტს გამოთქმული გაფრთხილების ფონია აშშ-ის, რუსეთის და სხვა ქვეყნების მცდელობა, განახლდეს ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკება ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის. ამავე დროს, 1 მაისისთვის იწურება ვადა, როცა საერთაშორისო ჯარმა, აშშ-თან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, უნდა დატოვოს ავღანეთი.

ავღანეთის ბიუჯეტის 80 პროცენტს აშშ (და სხვა დონორები) აფინანსებს, თქვა სოპკომ Reuters-თან ინტერვიუში. „თუ რაიმე მიზეზით დონორები დაფინანსების შემცირებას გააგრძელებენ, ამას შეიძლება მოჰყვეს ავღანეთის მთავრობის, როგორიც ჩვენ ვიცით, დაშლა“, თქვა სოპკომ და დასძინა, რომ შეიძლება განმეორდეს 1989 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ჯარის გაყვანის და ქაბულის მთავრობისთვის დაფინანსების შეწყვეტის შემდგომი ისტორია, როცა არასტაბილურ ვითარებაში თალიბანმა ჩაიგდო ხელში ხელისუფლება. მსოფლიო ბანკის თანახმად, ავღანეთისთვის საერთაშორისო დახმარება 2011 წლის 6,7 მილიარდიდან - 2019 წელს 4,2 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG