Accessibility links

site logo site logo

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ ბაიდენის ადმინისტრაციას „რჩევა“ მისცა


კიმ ე ჩენი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის, გავლენიანმა დამ აშშ-ს მიმართა, ნუ გააგრძელებს სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო მანევრებს. ჩრდილოეთ კორეის მედიამ გამოაქვეყნა კიმ ე ჩენის განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სეულში ჩასვლის წინ.

გაზეთი „ნოდონ სინმუნი“, ჩრდილოეთ კორეის შრომის პარტიის მთავარი ბეჭდვითი ორგანო, აქვეყნებს კიმ ე ჩენის „რჩევას“ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციისადმი.

„ვსარგებლობთ შემთხვევით, რათა გავაფრთხილოთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, რომ გაფანტოს დენთის სუნი ოკეანიდან ჩვენს მიწაზე. თუ მას სურს, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მშვიდად იძინოს, თავი შეიკავოს ამის გაკეთებისგან“, - წერს კიმ ე ჩენი.

აშშ-ის მთავრობამ ადრე განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაა ცდილობს დაამყაროს დიპლომატიური კავშირი ფხენიანთან. ჩრდილოეთ კორეას დღემდე არ გამოუცხადებია ვაშინგტონში ხელისუფლების შეცვლის შესახებ.

წინასარჩევნო კამპანიის დროს ბაიდენმა კიმს უწოდა ბანდიტი და ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის და გაეროს სანქციების შესუსტება ფხენიანისთვის შეუძლებელია ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების გარეშე.

თავისი ადმინისტრაციის პოლიტიკისა და ჩრდილოეთ კორეის მიმართ მომავალი ნაბიჯების თაობაზე ბაიდენი აპრილში გამოაცხადებს. ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა, სავარაუდოდ, იქნება სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის და თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის საუბრის თემა ტოკიოსა და სეულში ვიზიტებისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG