Accessibility links

site logo site logo

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წლიური ანგარიში წარმოადგინა


იენს სტოლტენბერგი

16 მარტს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

მისი თქმით, 2020 წელს, რომელშიც COVID-19-ის პანდემია დომინირებდა, ნატოს პრიორიტეტი იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ჯანდაცვის კრიზისი უსაფრთხოების კრიზისში არ გადაზრდილიყო. ამავე დროს, ნატო მხარს უჭერდა პანდემიაზე სამოქალაქო რეაგირებას და განაგრძობდა საფრთხეებისგან ალიანსის ყველა წევრის დაცვას.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ეკონომიკაზე COVID-19-ის გავლენის მიუხედავად, ნატოს წევრები განაგრძობენ თავდაცვაში ინვესტიციას. ევროპელმა წევრებმა და კანადამ თავდაცვის ხარჯები 2019-დან 2020 წლამდე 3,9%-ით გაზარდეს.

„ჩვენ მოველით, რომ ეს ტენდენცია წელსაც გაგრძელდება, ვინაიდან უსაფრთხოების გამოწვევები არ გამქრალა“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა ასევე წარმოადგინა ალიანსის აღქმის შესახებ ახალი გამოკითხვის შედეგები. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ შარშან ნატოს ალიანსის, ტრანსატლანტიკური კავშირებისა და კოლექტიური თავდაცვის მიმართ მხარდაჭერა კვლავაც ძლიერია.

კენჭისყრა რომ ჩატარებულიყო, ნატოს წევრი ქვეყნების მოქალაქეების 62% მხარს დაუჭერდა მათი ქვეყნის დარჩენას ალიანსში, 79% კი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების სფეროში ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ „ტრანსატლანტიკური კავშირების მნიშვნელოვან გზაგასაყარზე ვართ“. მან ილაპარაკა 2030 წლის დღის წესრიგზე, რომელიც ალიანსის ლიდერთა მოახლოებული სამიტის ყურადღების ცენტრში იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG