Accessibility links

site logo site logo

გორში შეიარაღებული თავდასხმის დროს 30 წლამდე კაცი დაჭრეს


გორში, ვერხვების დასახლებაში შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. დაჭრილია 30 წლამდე კაცი. მას სასწრაფო ოპერაცია "გორმედის" კლინიკაში უტარდება.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე ათამდე მასრაა ამოღებული.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულთა შესახებ.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლით დაიწყო. ამ კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის პირი ისჯება სამიდან ექვს წლამდე ვადით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე მუხლებით კი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება ისჯება სამიდან შვიდ წლამდე ვადით

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG