Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 ადამიანი ემსხვერპლა ჯორჯიის შტატში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმებს


შეიარაღებული თავდასხმის ერთ-ერთი ადგილი, სალონი Gold Spa
შეიარაღებული თავდასხმის ერთ-ერთი ადგილი, სალონი Gold Spa

8 ადამიანი, მათ შორის აზიური წარმომავლობის 6 ქალია მოკლული ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტასა და მის მახლობლად მდებარე ჩეროკის ოლქში, ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმების შედეგად.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, თავდასხმები მოხდა აზიური მასაჟის სალონსა და კიდევ ორ სპა-სალონში.

პოლიციამ დააკავა 21 წლის ეჭვმიტანილი მამაკაცი. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიებამ, მათ შორის უნდა დაადგინოს, ხომ არ იყო მკვლელობა ჩადენილი რასობრივი, ან ეთნიკური სიძულვილის ნიადაგზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG