Accessibility links

site logo site logo

ბაიდენმა დადებითად უპასუხა შეკითხვას, მიაჩნია თუ არა პუტინი „მკვლელად“


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა ტელეკომპანია ABC-ის ჟურნალისტის შეკითხვას, მიაჩნია თუ არა მას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „მკვლელად“.

ბაიდენმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ ჯორჯ სტეფანოპულოსს. პუტინზე საუბარი იყო ახლახან აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის კონტექსტში, რომელშიც ლაპარაკია რუსეთის ჩარევაზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ბაიდენის თქმით, იანვარში პუტინთან სატელეფონო საუბრისას მან გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი „შედეგების“ შესახებ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის ჩარევა დადასტურდებოდა. როგორი იქნება ეს შედეგები, ბაიდენს არ უთქვამს. მანამდე გაჩნდა ცნობა იმის თაობაზე, რომ აშშ-მა შესაძლოა უკვე მომავალ კვირაში შემოიღოს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები, როგორც არჩევნებში ჩარევის, ასევე ამასწინანდელი ჰაკერული თავდასხმების გამო.

ბაიდენის თქმით, პუტინთან სატელეფონო საუბარი ასე დაიწყო: „მე თქვენ გიცნობთ და თქვენ მე მიცნობთ“, რის შემდეგაც გააფრთხილა ის შესაძლო სანქციების თაობაზე. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ადმინსტრაცია მზადაა ითანამშრომლოს რუსეთთან იმ შემთხვევაში, თუკი ეს აუცილებელი იქნება. მაგალითად მან მოიყვანა სტრატეგიული შეიარაღების კონტროლის შესახებ ხელშეკრულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG