Accessibility links

site logo site logo

იაპონიაში 25 მარტს დაიწყება ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა


ოლიმპიური ცეცხლი

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წინ, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 121 დღე გაგრძელდება. ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფის - გადაწყვეტილებით, ცეცხლი სტარტს 25 მარტს აიღებს, მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად ათი წლის წინ დაზარალებული ფუკუშიმას პრეფექტურიდან და ოთხი თვის განმავლობაში ქვეყნის ორმოცდაშვიდივე პრეფექტურას შემოივლის.

„COVID-19-ის პანდემიის გათვალისწინებით, ესტაფეტას მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება, რათა მაქსიმალურად უზრუნველყონ როგორც თავად მაყურებლების, ისე მეჩირაღდნეებისა და ესტაფეტის მომსახურე პერსონალის უსაფრთხოება“ - ნათქვამია ოლიმპიადის ორგანიზატორთა განცხადებაში.

ტოკიო ერთი წლით გადადებულ ოლიმპიურ თამაშებს 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG