Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძე: ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შეთანხმება


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის ლიდერებს შორის შეხვედრის შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დაასახელა მოლაპარაკების მთავარი პრინციპი.

„მთავარი რაზეც შევთანხმდით ეს არის პრინციპი: არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული. ანუ ეს რას ნიშნავს? ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შეთანხმება. დღეს გვქონდა რთული სამუშაო, თუმცა გარკვეული ნაბიჯები გადავდგით, მარტივად არ მიდის პროცესი და ხვალ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას. იმედი გვაქვს, მიმდინარე კვირაში ხუთივე საკითხზე შევთანხმდებით“, - ამბობს გიორგი ვაშაძე.

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ შესათანხმებელ პუნქტებს შორის არის „პოლიტპატიმრების“ და რიგგარეშე არჩევნების საკითხები.

„ყველა ეს პუნქტი გულისხმობს, რომ ეს საკითხი გულისხმობს პოლიტპატიმრების თემას. „ქართული ოცნება“ მათ პოლიტპატიმრებს არ ეძახის, კიბატონო, არ მაქვს პრობლემა „პოლიტ“ ეწერება თუ არა, მთავარია, ამ ორ ადამიანს ეხებოდეს. მეორე - აუცილებლად იქნება რიგგარეშე არჩევნების თემა. არცერთი პუნქტი არ წაიშლება“, - განმარტა ვაშაძემ და დაამატა, რომ საქმე ეხება არც ოპოზიციის ან არც „ქართული ოცნების“ დოკუმენტს, არამედ მედიატორის დოკუმენტს.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარე შეხვედრა „ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. მან თქვა, ორმ პირველ საკითხებად არ განიხილება „პოლიტპატიმრებისა" და რიგგარეშე არჩევნების თემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG