Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერია: შალვა ნათელაშვილი უნდა დარჩენილიყო ბოლომდე თუ უნდოდა სრული სურათი ჰქონოდა


გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

კრისტიან დანიელსონის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის შუამავლობით გამართული შეხვედრა გიგა ბოკერიამ შეაფასა, როგორც „ძალიან რთული და მძიმე მოლაპარაკება“. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის თქმით, ხვალ, 18 მარტს, მოლაპარაკებები გაგრძელდება.

„კარგია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამ ფონზე, რომელიც შექმნა საქართველოს ხელისუფლებამ, აგრძელებს ამ პოლიტიკურ ინვესტიციას და დღეს იყო და ხვალაც იქნება მოლაპარაკება.

იმ მომენტში, როდესაც შედგება შეთანხმება, საზოგადოება გაიგებს. დღეს ეს შეთანხმება არ გვაქვს. უფრო მეტიც, ეს იყო ძალიან მძიმე და რთული დღე მოლაპარაკების“, - აღნიშნა მან.

როგორც გიგა ბოკერია ამბობს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა ოპოზიცია პარლამენტში და ეს იქნება მისი მხრიდან კომპრომისი, „ამ არალეგიტიმურ, ჩვენი აზრით, პარლამენტში“ თუ ეს შესვლა ემსახურება ვადამდელი არჩევნების მომზადებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

პოლიტიკოსი გამოეხმაურა „ლეიბორისტების“ ლიდერის განცხადებას და თქვა: „ბატონი შალვა უნდა დარჩენილიყო ბოლომდე თუ უნდოდა, რომ სრული სურათი ჰქონოდა“.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარე შეხვედრა „ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. მან თქვა, ორმ პირველ საკითხებად არ განიხილება „პოლიტპატიმრებისა" და რიგგარეშე არჩევნების თემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG