Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 მარტს დაიწყო საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის სასამართლო


17 მარტს დაიწყო საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის სასამართლო. მას 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კამპანიის უკანონოდ დაფინანსებაში ედება ბრალი.

66 წლის სარკოზი ორი კვირის წინ დამნაშავედ ცნეს კორუფციასა და გავლენის მოხდენის მცდელობაში სხვა საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 20 მაისისთვის გადაიდო.

გადამდგარ მემარჯვენე პოლიტიკოსს ბრალს სდებენ, რომ მან ნებადართულ 22,5 მილიონ ევროზე თითქმის ორჯერ მეტი თანხა დახარჯა 2012 წლის საარჩევნო კამპანიაში. მაშინ მან არჩევნები წააგო ფრანსუა ოლანდთან ორთაბრძოლაში.

დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში სარკოზის ერთ წლამდე პატიმრობა და 3750 ევრო ჯარიმა ემუქრება. ის უარყოფს დანაშაულს.

სარკოზის ასამართლებენ მისი საარჩევნო კამპანიის მენეჯერის ყოფილ მოადგილესთან, ჟერომ ლავრილოსთან ერთად.

მიმდინარე თვეში სარკოზი დამნაშავედ ცნეს იმაში, რომ მან მაგისტრატის მოქრთამვა სცადა 2007 წლის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების თაობაზე გამოძიების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. სარკოზიმ გაასაჩივრა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG