Accessibility links

logo-print logo-print

აცრის მოწინაამღდეგეების შესახებ


ავტორი: გიორგი მიქელაძე

საზოგადოებამ უნდა იზრუნოს თავის წევრებზე, მაგრამ ასევე საზოგადოების წევრებმაც შეძლებისდაგვარად უნდა იზრუნონ საზოგადოებაზე.ადამიანს აქვს სრული ავტონომიის უფლება თავის ორგანიზმზე - მისი ნებართვის გარეშე არავითარი სამკურნალო პროცედურა არ შეიძლება მის ორგანიზმზე ჩატარდეს - ეს არ არის საკამათო. მაგრამ საზოგადოებასაც აქვს აბსოლუტური უფლება თავისი რესურსები ისე დახარჯოს როგორც საჭიროდ მიაჩნია. დღეს საზოგადოება თვლის რომ კოვიდით დაავადებულ ყველა ადამიანს სახელმწიფომ უნდა უმკურნალოს და ეს სწორი გადაწყვეტილებაა. აცრის არსებობის შემთხვევაში ბუნებრიივია რომ ის ადამიანები რომლებიც აიცრებიან არა მარტო თავითვის აკეთებენ ამას, არამედ საზოგადოებასაც ეხმარებიან პანდემიის დამარცხებაში და პირიქით. იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს აქვს საშუალება გაიკეთოს აცრა და არ იკეთებს, ის ამით არა მარტო თავის თავს, არამედ საზოგადოებასაც ვნებს. მისი ეს გადაწყვეტილება უნდა დაფიქსირდეს და მის მიერ საზოგადოებრივი დახმარების მოთხოვნის დროს მის წინაამღდეგ უნდა განიხელებოდეს. . ამიტომ მგონია, რომ იმ ადამიანებს, ვინც უარს ამბობს აცრის გაკეთებაზე, კოვიდით დაავდების შემთხვევაში მის სამკურნალოდ დახარჯული ხარჯები მისი გადასახდელი უნდა გახდეს.აცრის არ გაკეთება იმას ნიშნავს რომ პიროვნებას საზოგადოება არ აღელვებს და შესაბამისად არც საზოგადოებამ უნდა უნდა გაიღოს თავისი სახსრები მის მკურნალობაზე.

ყველას უნდა ახსოვდეს რომ აცრაზე უარის თქმა, განძრახ მკვლელობაში მონაწილეობის ტოლფასია!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG