Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილმა Covid-19-ის ვაქცინა გაიკეთა


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა. ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მივიდა.

"მე დღეს ჩავიტარე აცრა ურიგოდ - არც პრეზიდენტს ეკუთვნის და არც იმ ჯგუფში ვარ, რომელსაც ეკუთვნის. ჯერ იმ ექიმების, ექთნების და მედპერსონალის რიგია, რომელმაც გაიარა ეს თვეები მძიმედ და საჭიროა, რომ აიცრან იმისთვის, რომ გადამდები არ იყვნენ და დაიცვან თავი. ჩვენ თუ გვინდა იმ მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რომელიც მოჰყვება მთელ მსოფლიოში კოვიდპანდემიას, აუცილებელია, რომ ჩვენ ეს საშუალება, რაც მოგვეცა გამოვიყენოთ", - თქვა პრეზიდენმტა.

სალომე ზურაბიშვილს "ასტრაზენეკას" ვაქცინა გაუკეთეს. იმუნიტეტის გამომუშავებისთვის აუცილებელია განმეორებითი ვაქცინაციისთვის ის 4-დან 12 კვირამდე პერიოდში უნდა მივიდეს.

საქართველოში ვაქცინაცია 3 დღის წინ, 15 მარტს დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ ვაქცინები მსოფლიოს მასშტაბით დეფიციტურია, კვლავ დაბალია სამედიცინო პერსონალის მიმართვიანობა. საქართველოში ვაქცინაცია პირველ ეტაპზე სწორედ სამედიცინო პერსონალის ჯგუფში დაიწყო.

ქვეყანაში სულ 71 ათასზე მედმუშაკია, მათგან ვაქცინაციაზე (ბოლო მონაცემებით) 5,2 ათასამდე დარეგისტრირდა, 2,7 ათასი კი აიცრა. ჯანდაცვის სამინისტროს გათვლებით, ვაქცინას 46 ათასი მედპერსონალი გაიკეთებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG