Accessibility links

site logo site logo

ქაბულში სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა აფეთქებისას მოსკოვში ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების წინ


ავტომანქანა, რომელიც აფეთქდა 2021 წლის 18 მარტს ქაბულში

ავღანეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, სულ მცირე, სამი ადამიანი მოკლეს და 11 დაშავდა, როცა გზაზე დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა.

მთავრობის თანამშრომლების ავტომანქანაზე თავდასხმა მოხდა 18 მარტს, როცა მოსკოვში, ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები და თალიბები, ასევე მნიშვნელოვანი ქვეყნები შეიკრიბნენ, რათა ავღანეთში ძალადობის შემცირებას მიაღწიონ და სამშვიდობო მოლაპარაკები განახლდეს.

ავღანეთის პოლიციის წარმომადგენლის, ფერდოუს ფარამარზის თქმით, აფეთქება მოხდა დილით, 17-ე რაიონში.

თავდასხმის სამიზნე იყო ავტომობილი, რომელშიც ინფორმაციის და ტექნოლოგიის სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

თავდასხმისთვის პასუხიმგებლობა არავის აუღია საკუთარ თავზე, თუმცა ავღანეთის მთავრობა, რომელსაც დასავლეთი მხარს უჭერს, თალიბანს ადანაშაულებს ბოლო ხანებში მომხდარ ამგვარ თავდასხმებში, რომელთა სამიზნე მთავრობის თანამშრომლები, საზოგადოებრივი აქტივისტები და ჟურნალისტები არიან.

თალიბანი უარყოფს ამ აქტებთან კავშირს.

თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ 17 მარტს გვიან, მისი შვეულმფრენი ჩამოვარდა ცენტრალურ, მაიდან ვარდაქის პროვინციაში. დაუდგენელი წყაროების თანახმად, შვეულმფრენს რაკეტა მოხვდა აფრენისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG