Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა უგულებელყოფს აშშ-ის მცდელობას, განახლდეს ბირთვული  მოლაპარაკება


ენტონი ბლინკენი მიესალმება სამხრეთ კორეაში აშშ-ის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალ-ლეიტენანტ სკოტ პლიუსს, თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოესტინთან (ფოტოზე არ ჩანს) ერთად ორდღიანი ვიზიტისას
ენტონი ბლინკენი მიესალმება სამხრეთ კორეაში აშშ-ის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალ-ლეიტენანტ სკოტ პლიუსს, თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოესტინთან (ფოტოზე არ ჩანს) ერთად ორდღიანი ვიზიტისას

ჩრდილოეთმა კორეამ აშშ-ის შეთავაზებას ბირთვული მოლაპარაკების განახლების შესახებ უპასუხა, რომ ის უგულებელყოფს მას, სანამ ვაშინგტონი კურსს არ შეიცვლის.

ჩრდილოეთი კორეის პირველმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩე სან იმ გაიმეორე ფხენიანის პოზიცია 18 მარტს და თქვა, რომ „ნებისმიერი დიალოგი“ შეუძლებელია, სანამ აშშ „არ შეცვლის თავის მტრულ პოლიტიკას“ ჩრდილოეთი კორეის მიმართ.

განცხადება გაკეთდა რამდენიმე საათით ადრე, სანამ აშშ-ის და სამხრეთ კორეის საგარეო და თავდაცვის მინისტრები შეიკრიბებოდნენ სეულში ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის გარშემო მსჯელობისთვის.

ამ კვირის დასაწყისში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ თებერვლის შუა რიცხვების შემდეგ ვაშინგტონი ცდილობს ხმა მიაწვდინოს ჩრდილოეთ კორეას სხვადასხვა არხებით, მაგრამ უშედეგოდ, პასუხი არ მიუღია.

ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი, აზიაში აგრძელებენ ვიზიტს, რომელიც ამ რანგის ამერიკელი ოფოციალური პირების პირველი სტუმრობაა უცხოეთში ბაიდენის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შედეგ.

ბლინკენმა და ოსტინმა არაერთხელ გამოთქვეს მოწოდება „ჩრდილოეთი კორეის ბირთვული იარაღისგან სრული გაწმენდისკენ“, რაც ნიშნავს ბირთვული იარაღის მქონე ჩრდილოეთი კორეის და მზარდად აქტიური ჩინეთის წინააღმდეგ ძალების გაფართოებას.

ბლინკენმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს ჩრდილოეთი კორეის მიმართ პოლიტიკის გადახედვაზე და გამოიყენებს ორივე შესაძლებობას, როგორც დამატებით ზეწოლას, ასევე დიპლომატიურ გზებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG