Accessibility links

site logo site logo

1 აპრილიდან ბავშვთა გასართობ ცენტრებს მუშაობის უფლება აქვთ


ფოტო აქრივიდან

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 აპრილიდან მუშაობის განახლება შეეძლებათ ბავშვთა გასართობ ცენტრებს. აუცილებელი იქნება უსაფრთხოების წესების დაცვა. ინფორმაცია მედიას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა მიაწოდა.

1 აპრილიდან მუშაობის განახლება შეეძლებათ კინო-თეატრებს.

ორივე სფერო თითქმის ერთი წელია გაჩერებულია. ამ მიზეზით საბავშვო-გასართობი ცენტრების ერთი ნაწილი გაკოტრდა.

იმის გამო, რომ "კომენდანტის საათი" არ უქმდება, მათ სამუშაო საათები შეზღუდული იქნება. 28 დეკემბრიდან ამ დრომდე ქვეყანაში მოქმედი რეგულაციებით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება აკრძალულია. წესის დარღვევისთვის მოქალაქე 2000 ლარით ჯარიმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG