Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 20 ივნისი გამოაცხადა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღად


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საპარლამენტო ოპიზიციურ ფრაქცია "აყვავებული სომხეთის" ლიდერ, გაგიკ წარუკიანთან შეხვედრის შემდეგ.

საკუთარ ფეისბუკში ნიკოლ ფაშინიანი წერს, რომ ვადამდელი არჩევნები არის „საუკეთესო გზა“ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისთვის.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რასაც ოპოზიცია უყენებს პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს.

სომხეთის ოპოზიცია და კრიტიკოსები ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ მას შემდეგ, რაც მან აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების თაობაზე.

რუსეთის შუამავლობით მიღწეულმა ზავმა დაასრულა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 44 წლის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება მთიანი ყარაბაღისთვის, რომელიც აზერბაიჯანს ეკუთვნის, მაგრამ სომხეთის კონტროლქვეშ იყო 1990-იანი წლების დასაწყისიდან.

შარშან, სექტემბრის ბოლოს, განახლებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად სომხეთმა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგა მთიან ყარაბაღში და მის გარშემო.

სომხეთის ოპოზიციურ ძალებს, რომლებმაც „მამულის გადარჩენის მოძრაობა“ შექმნეს, თავიანთი გარდამავალი პრემიერ-მინისტრიც ჰყავთ შერჩეული, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვაზგენ მანუკიანის სახით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG