Accessibility links

site logo site logo

ამირან გამყრელიძის თქმით, ფაიზერის ვაქცინა წინასწარი ინფორმაციით 26 მარტს შემოვა


ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო ფაიზერის 29 000 დოზა ვაქცინას 22 მარტის კვირაში, წინასწარი ინფორმაციით, 26 მარტს მიიღებს. მისი თქმით, იგეგმება ასევე სხვადასხვა ვაქცინების შემოტანა ქვეყანაში:

„საუბარია ინდოეთში მოლაპარაკებების გარკვეულად დასრულებაზე, ვნახოთ ჯერ არ არის დასრულებული ეს მოლაპარაკებები. დასრულდა მოლაპარაკება სინოფარმთან მიმართებაში ანუ ჩინურ ვაქცინასთან, ერთ-ერთთან, რომლითაც ჩინეთის მოსახლეობაა აცრილი და მისი გარკვეული დოზების შემოტანასთან მიმართებაში. მოგეხსენებათ სინოფარმსა და სინოვაქსს ექნებათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, მაგრამ სინოფარმს აქვს ასევე ევროპული რამოდენიმე ქვეყნის ავტორიზაცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ამჟამად საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, რომლის პირველი პარტია - 43 200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. 15 მარტიდან დაიწყო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების აცრა.

COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, საქართველოში 18 მარტის დილის მონაცემებით სულ აცრილია ჯანდაცვის სფეროს 3054 წარმომადგენელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG