Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი ვერ ხედავს AstraZeneca-ს ვაქცინით აცრების შეჩერების მიზეზს


ზელენკის "ატსრაზენეკათი" (კოვიშილიდის) აცრის დროს
ზელენკის "ატსრაზენეკათი" (კოვიშილიდის) აცრის დროს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვერ ხედავს კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინით მიმდინარე აცრების შეჩერების ან ვაქცინის დოზის შემცირების, მიზეზს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან 18 მარტს განაცხადა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქვეყანამ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ დროებით შეაჩერეს AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება რამდენიმე შემთხვევაში აცრის შემდეგ განვითარებული თრომბის გამო.

„ისიც ფაქტია, რომ 90 000 ადამიანს ჩაუტარდა აცრა და არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა ლეტალური. ვფიქრობ, რომ ეს არის საინფორმაციო ომი AstraZeneca-სა და Covishield-ის წინააღმდეგ. არ ვიცი, თუ ვისგან არის ეს ომი დაწყებული, მაგრამ უკრაინის მაგალითზე ჯერჯერობით ვერ ვხედავ იმის საფუძველს, რომ შევამციროთ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება“, - განცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი 2 მარტს სწორედ "ასტაზენეკის" ვაქცინით აიცრა აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზზე მდებარე ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ლაზარეთში.
თრომბის გაჩენის შემთხვევის გამო კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით მოქალაქეების აცრა შეაჩერეს გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ასევე ნიდერლანდმა, ირლანდიამ, დანიამ, ნორვეგიამ, ბულგარეთმა, და ევროპის გარეთ, ტაილანდმა. ამ მწარმოებლის ვაქცინის გარკვეული სერიით აცრა შეაჩერეს ბალტიის ქვეყნებმა და ავსტრიამ, ასევე ლუქსემბურგმა და რუმინეთმა.

ევროპის სამედიცინო სააგენტო (EMA) „მტკიცედ არის დარწმუნებული“ COVID-19-ის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინაში.
EMA-სთან ერთად, AstraZeneca-ს ეფექტიან და უსაფრთხო პრეპერატად მიიჩნევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), რომელმაც ასევე მოუწოდა სახელმწიფოებს, გააგრძელონ მისი გამოყენება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG