Accessibility links

site logo site logo

საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო მატჩს მაყურებლები დაესწრებიან


ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები ეროვნულ გუნდს ისევ ტრიბუნებიდან უქომაგებენ.

28 მარტს, თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის პირველ საშინაო შეხვედრაში ესპანეთს უმასპინძლებს და სტადიონის ტრიბუნების თითქმის მესამედი შეივსება. სასიხარულო ამბის შესახებ განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დღეს გაავრცელა.

„ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ უეფას რეგულაციას და ტრიბუნებს ზუსტად ოცდაათი პროცენტით შევავსებთ. მომავალ თამაშს 15500 მაყურებელი დაესწრება“ - განაცხადა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა. მისივე განმარტებით, საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და მიუხედავად იმისა, რომ თბილისში 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება აკრძალულია, ბილეთის მფლობელებს შეზღუდვა თამაშის დღეს 24:00 საათამდე მოეხსნებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG