Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში ასაკოვანი ქალის გვამი იპოვეს


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ხანდაზმული ქალი თავის სახლში გარდაცვლილი ნახეს. ადგილობრივთა ვარაუდით, ქალი რამდენიმე კვირის გარდაცვლილია.

"არ ვიცით ქალი გარდაიცვალა თუ მოკლეს, ფაქტია რომ შვილს მომხდარის შესახებ არავისთვის უთქვამს. სახლიდან საშინელი სუნი, რომ გამოვიდა მეზობლებმა პოლიციას დაურეკეს და გვამის მათ იპოვეს“- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

როდის გარდაიცვალა ქალი და რა გახდა ამის მიზეზი, ექსპერტიზა დაადგენს. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG